მერია ახალი მიკროავტობუსების შესყიდვას გეგმავს.

300 ახალი მიკროავტობუსის შესყიდვაზე სატრანსპორტო კომპანიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, წინადადებების მიღება დაიწყება 29 აპრილს და დასრულდება 4 მაისს. შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 35 919 468 ლარია.

სატენდერო პირობების მიხედვით, მიკროავტობუსები უნდა იყოს არაუადრეს 2021 წლისა, ყველა ავტობუსი უნდა იყოს  ლურჯი (მეტალიკა ) ფერის და  ერთი მარკის და მოდელის. გარდა ამისა, თითოეული  უნდა  იყოს არანაკლებ 17 მგზავრზე გათვლილი.

Leave a Reply