ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ შეიქმნება ვებ-პორტალი, სადაც მოქალაქეები წინასწარ დარეგისტრირდებიან ვაქცინაციისთვის და ასევე მათ ექნებათ საშუალება გააკეთონ არჩევანი ყველა იმ ვაქცინას შორის, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი საქართველოში.

ამის შესახებ  ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე ისაუბრა.

„დღეს მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას და მათ არჩევანს გაუფართოებს. ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება ვებპორტალი, რომელზეც ჩვენს მოქალაქეებს, განურჩევლად ჯგუფისა, საშუალება ექნებათ წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციისთვის და გააკეთონ არჩევანი ყველა იმ ვაქცინას შორის, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი საქართველოში. ჩვენი აზრით, ეს კვლევა დაგვეხმარება სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებაში და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი ვაქცინა შემოვიტანოთ შემდეგში საქართველოში“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

Leave a Reply