შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაბა წყნეთში ოჯახური კონფლიქტის დროს, შვილმა მამას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც 1961 წელს დაბადებული გ.ფ საცხოვრებელ სახლში, შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

უწყების ინფორმაციით , მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“  ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 1989 წელს დაბადებული დ.ფ_ს 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply