,,სამოქალაქო თავდადებისთვის“ დღეს , 9 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი დათა ივანიშვილს მედლით  დააჯილდოებს.

ღონისძიება ორბელიანების სასახლეში 18:00 საათზე გაიმართება

“ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს მოწვეულ სტუმრებს და დათა ვანიშვილს (სიკვდილის შემდეგ) მედლით “სამოქალაქო თავდადებისათვის” დააჯილდოებს. სახელმწიფო ჯილდო დათა ვანიშვილის ოჯახს გადაეცემა” – წერია პრესსამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ხურვალეთში, ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები 88წლის დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა.

დათა პაპას ომის შემდეგ სახლი არ დაუტოვებია, ის ხშირად ეკონტაქტებოდა საერთაშორისო ვიზიტორებს და ადგილზე არსებულ სიტუაციას აწვდიდა მედიასაც.

Leave a Reply