მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გალელმა ახალგაზრდებმა აქცია გამართეს. მათ ადგილზე პლაკატები მიიტანეს წარწერით: “ენგური საზღვარი არ არის”, “ჩვენ ვარსებობთ”, “საკუთარ ქვეყანაში გადაადგილება ჩვენი უფლებაა”, “აფხაზეთში ჩემი ოჯახია”, „ჩვენ გვებრძვის რუსი, გვზღუდავს საკუთარი მთავრობა და გვახრჩობს ენგური”, ” ვაზროვნებთ ქართულად, ვფიქრობთ ქართულად”.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის 5- დღიანი კარანტინი გაუქმდეს.

თბილისის პარაკეკურად აქცია გაიმართა ზუგდიდშიც.

Leave a Reply