ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ფართომასშტაბიანი სოციალური ღონისძიების გამართვისთვის ფიზიკური და იურიდიული პირები შრომის ინსპექციის მიერ დაჯარიმდნენ.
,,ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ფართში სისტემატურად, ბოლო დღეების განმავლობაში იმართებოდა ფართომასშტაბიანი სოციალური ღონისძიება რეგულაციების უხეში დარღვევით. სახეზე გვქონდა ფიზიკური და იურიდიული პირების ერთობლივი ქმედება, ერთგვარი სქემა, რომელთა ერთობლივი ქმედებებით ქვეიჯარის და მოიჯარის სიმრავლით ხდებოდა ფაქტობრივად შენიღბვა სამართალდარღვევის და მუდმივად, ყოველი ინსპექტირების ჯერზე გვხვდებოდა ახალი ფიზიკური პირი, რომლის მიმართაც იწყებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება” აცხადებს ბექა ფერაძე.
ინსპექციამ ფიზიკური პირი-2000, ხოლო იურიდიული პირები 10 000ლარით დააჯარიმა. ერთიანი თანხა-22000 ლარს შეადგენს.
ბექა ფერაძის განცხადებით, შრომის ინსპექციამ აღნიშნული შემთხვევა ,,წინასწარ განზრახულ სამართლადღვევის სქემად“ შეაფასა.

Leave a Reply