“ქართულ ოცნებასთან” საპროტესტო აქციაზე დაკავებულ გიორგი მუმლაძეს ბრალი წაუყენეს. სამართალდამცავები მუმლაძეს პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და ძალადობას ედავებიან.

გიორგი მუმლაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო უკვე ხვალ იმსჯელებს.

აქციაზე სულ 10 ადამიანი დააკავეს, თუმცა დანარჩენ 9 შემთხვევაში საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე.

Leave a Reply