შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ავლაბარში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, მძევლები უვნებლად გაათავისუფლეს. მისივე განცხადებით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, შალვა ბედოიძე აწარმოებდა.

უკვე გახსნილია ავლაბრის მეტრო.

მოქალაქეების ინფორმაციით ავლაბარში “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს

Leave a Reply