როგორც „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა ის მამუკა ხაზარაძესთან და გრიგოლ გეგელიასთან ერთად ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც ისინი ევროპარლამენტარებს შეხვდებიან, რათა კიდევ ერთხელ იმსჯელონ იმ საკითხებზე, რაც ქვეყანაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე ვითარების წინაპირობაა.

„ჩვენი მოლაპარაკების მიზანი და საგანი შემდეგ კვირას ბრიუსელში იქნება ის, რომ ჩვენს მეგობრებთან ერთად კიდევ ერთხელ განვიხილოთ კრიზისიდან გამოსვლის გზები. ავუხსნათ, რატომ არ ვაწერთ ხელს იმ ფორმულირებას, რომელიც ახლაა მისაღები „ქართული ოცნებისთვის“, რატომ გვსურს რიგგარეშე არჩევნების რეალურ მექანიზმზე შეთანხმება. რატომ გვსურს, რომ დასრულდეს პოლიტპატიმრების თემა. ეჭვი არ მეპარება, რომ იქნება სრული ჰარმონია ამ თემებთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ და ჩვენს მეგობრებს ერთნაირი საქართველოს ნახვა გვინდა. ჩვენ გვინდა ზუსტად ისეთი საქართველო, როგორიც ჩვენს ნამდვილ მეგობრებს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს“ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

Leave a Reply