“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ TV პირველის ეთერში განაცხადა:

-“ავიღე [დოკუმენტი] პირდაპირ და ვთქვი – “ახლა, მეგობრებო, სანამ შეთანხმების ზარ-ზეიმი გინდათ, მოვაწყოთ, ჩვენ არ ვიცით, ქალბატონო სალომე, [ზურაბიშვილი] თქვენ რეალურად როდის შეიწყალებთ რურუას. ვიცით, რომ უნდა შეიწყალოთ, მაგრამ ეს შეიძლება, იყოს 3 თვეში, შეიძლება, იყოს 3 დღეში და უნდა ვიცოდეთ”. ამნისტიაზე დავხოცეთ ერთმანეთი, კინაღამ “ჰალსტუხი” მოვახიე თალაკვაძეს რაღაც საკითხებზე. ყველაფერს ხომ არ მოვყვები?! იყო ძალიან მძიმე შეხვედრა. თქვენ თუ გგონიათ, რომ ახლა ჩვენ შევედით – აბა, ბიჭებო, რა კარგად არის ყველაფერი, მოდი, ჰა, გავაფორმეთ დოკუმენტი და ჩვენი ჭირიც წაუღია. არა, ჩემო კარგებო, 6 თვეა ნერვების წყვეტის ფასად არის მოპოვებული, რაც არის და ბოლო დღეები იყო ყველაზე მძიმე, კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავედი და რაზე? ამნისტია ვისზე უნდა გავრცელებულიყო”.

Leave a Reply