გამოყენებულია “თაიმერის” ფოტო
თამარ ბელქანია                                                                                                              
პროფესორი, ჟურნალისტი
მაქვს განცდა, რომ სწორედ მარტვილში, ჭყონდიდში ამბროსი ხელაიას გამო სჯის რუსეთი საქართველოს.
შეგახსენებთ რომ ის ერთა ლიგაში გაგზავნილი წერილის გამო სადაც მოაზროვნე კაცობრიობას საქართველოში რუსეთის მხრიდან უკვე ჩადენილი დანაშაულებების აღიარებას სთხოვდა- საბჭოთა ხელისუფლებამ პატრიარქი სიკვდილით დასაჯა შემდგომ კი შიდა პატიმრობა მიუსაჯა. მსოფლიომ კი ვერც მაშინ გაიაზრა ბოლშევიზმის საფრთხეები.
მესმის, რომ დღეს თბილისი სხვა თემებით ცხოვრობს მაგრამ მე როგორც ამ კუთხის შვილი ვგმობ რაც ხდება და ერთადერთ გამოსავალს ლუსტრაციის კანონის ამუშავებაში ვხედავ რომელიც თავად დაალაგებს როგორც ერს ასევე ბერს!
ფაქტია ქვეყანა შინაგანად იხრწნება.
ჩემი კუთხის შვილების გამკვირვებია გვერდიდან, რომ უყურებენ ამ სამარცხვინო პროცესებს და მარტო იმიტომ დუმან ჯერ ვერ გაურკვევიათ ვისი ფინანსური ინტერესი გადის და “ნაღმზე” აფეთქების ეშინიათ!
თორემ ვინ არ იცის მანდ ვინ ვინაა!
ამდენი რუსეთუმე, ამდენი მოღალატე და ამდენი უკვე ჯვრის ეგიდით ყოველგარ ქართულთან მებრძოლი მეექვსე კოლონა უკვე სახეზეა!
ასე წლის მერე ცდილობს კრემლი შურუსძიებას !
“გული სამშობლის სული ღმერთს და კვლავ სხეულის უკვე ძვლები …შეგრჩებათ 30 ვერცხლზე გაყიდულო რეზიდენტებო.
🛑დაუყონებლუვ მოხდეს ლუსტრაციის კანინის მიღება ამოქმედება!
🛑დაუყონებლივ ქმედითად ჩაერიოს საპატრიარქო ჭყონდიდის პროცესებში
🛑დაუყონებლივ შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო !
საზოგადოებაში შიგნიდან არეულობის, ორ ნაწილად გაყოფის, დაპირისპირების თესვა უკვე ღვთის სახელით უკიდურესი მკრეხელობა და ოკუპაციის ნაწილია. დროულად არის მისაღები ქმედითი ზომები. სანამ გამოუსწორებელი რამ მომხდარა.

Leave a Reply