ნამდვილი მწვრთნელი უდიდეს როლს ასრულებს სპორტის მოყვარული ბავშვის ცხოვრებაში. აკაკი ცენტერაძე გახლავთ შავი ქამრის მფლობელი (მეხუთე დანი) ტაეკვანდოში, აჭარისა და საქართველოს მთავარი მწვრთნელი წლების განმავლობაში, აჭარის ტაეკვანდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, რომელმაც ათობით ახალგაზრდა სპორტსმენი აღზარდა, ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო შეჯიბრებების გამარჯვებული და პრიზიორი.

მისი მთავარი მწვრთნელი კი ავთანდილ მიქაძე გახლდათ, რომელიც იყო და რჩება სპორტსმენისთვის კერპად და მისაბაძ მაგალითად. მწვრთნელი ბავშვს აცნობს სპორტის სამყაროს. ის მასში დებს იმ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რაც თავად დააგროვა წლების განმავლობაში, დაუღალავი, ათასობით საათიანი ვარჯიშით. სწორედ ის განსაზღვრავს პატარა სპორტსმენის შესაძლებლობებსა და შემდგომ უკვე პროფესიულ გზას. ბავშვების მწვრთნელი არის ადამიანი, რომელიც აღსაზრდელისთვის კიდევ ერთი „მნიშვნელოვანი ზრდასრული“ ხდება. რა თქმა უნდა, ასეთი მენტორი ყოველთვის ემახსოვრებათ, მთელი ცხოვრების განმავლობაში. მწვრთნელი ხომ ბავშვს არა მხოლოდ სპორტს ასწავლის, არამედ ეხმარება მას, როგორ არ დაყაროს ფარ-ხმალი, გააკეთოს სწორი დასკვნები, გააანალიზოს და დაფიქრდეს, არ დათმოს, ყოველთვის წინ წავიდეს, ახალი მიღწევებისა და გამარჯვებისკენ. ის ბიჭს უნერგავს ნამდვილი მამაკაცის თვისებებს: გამბედაობას, კეთილშობილებას, პატიოსნებას, თავდაჯერებულობას.

მწვრთნელი არის ადამიანი, რომელიც გულწრფელად, მთელი მონდომებით არის დაინტერესებული მოწაფის ცხოვრებით. ასეთი მწვრთნელი, ვისთვისაც სტუდენტების წარმატება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი მიღწევები, არის აკაკი ცენტრაძე, რომელიც ღირსეულად განაგრძობს თავისი პირველი მასწავლებლის საქმეს.

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, აკაკი ცენტერაძე დაიბადა ბათუმში, 1980 წელს. წარმატებული სპორტული კარიერისა და მწვრთნელის შრომატევადი საქმის პარალელურად, დაამთავრა ბათუმის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტი. ცოდნის ძიება, მისი საგანმანათლებლო დონისა და პროფესიული კვალიფიკაციის მუდმივი გაუმჯობესება ქვაკუთხედია, რომელზეც ეყრდნობა მისი, როგორც მწვრთნელის ფილოსოფია და ეს ასევე არის მისი პირველი მწვრთნელის „მემკვიდრეობა“.

ის ფაქტი, რომ მისი მოსწავლეები ყველაზე წარმატებულად გამოდიან პრესტიჟულ შეჯიბრებებში, არის სრულყოფილი განათლების მქონე მწვრთნელის მუშაობის შედეგი, რომელმაც შეიმუშავა ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის სამეცნიერო სწავლების პროგრამა და არა მხოლოდ ის, ვინც ბავშვებს აჩვენებს სხვადასხვა პოზიციებსა და სასპარინგო ტექნიკას.

ბევრი ქართველი ბიჭის მსგავსად, აკაკი ჭიდაობით დაინტერესდა ბავშვობიდან. მისი არჩევანი ტაეკვონდოზე შეჩერდა – კორეული საბრძოლო ხელოვნება, რომლის დამახასიათებელი მახასიათებელია ფეხების აქტიური გამოყენება საბრძოლო მოქმედებებში, როგორც დარტყმებისთვის, ისე თავდაცვისთვის.

სიტყვა taekwondo შედგება სამი სიტყვისგან: [tkhe] დატკეპვნა + [kwon] მუშტი + [do] გზა, მეთოდი, სწავლება, დაო“. ტაეკვონდოს საერთაშორისო ფედერაციის დამფუძნებლის, ჩოი ჰონგ ჰის თქმით: „ტაეკვონდო ნიშნავს სულიერი ვარჯიშისა და თავდაცვის ტექნიკის სისტემას, იარაღის გარეშე, მუშტების, ბლოკებისა და ნახტომების გამოცდილი შესრულებით, შიშველი ხელებითა და ფეხებით ერთი ან მეტი მეტოქის დასამარცხებლად“.

ალბათ სწორედ კორეული საბრძოლო ხელოვნების ამ სულიერმა, ნაწილობრივ ფილოსოფიურმა კომპონენტმაც კი მიიზიდა აკაკი. ან შესაძლოა, ის ფაქტი, რომ ტაეკვონდოს მსოფლიო ფედერაცია, რომელიც 210 ეროვნულ ასოციაციას აერთიანებს, რომელთაგან 206 აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ, ყველაზე წარმატებულია.

საერთაშორისო ლეგიტიმურობის თვალსაზრისით, მან მიაღწია იმას, რომ ჭიდაობის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ჩაერთო. ასეა თუ ისე, აკაკი მთელი ცხოვრების განმავლობაში ტაეკვანდოს ერთგული დარჩა. მისი, როგორც მწვრთნელის კარიერა, ძალიან ახალგაზრდა ასაკში დაიწყო – 2002 წელს. აკაკიმ თავის ძმასთან ერთად გახსნა „ბათუმის აჭარის ფედერაცია“, ხოლო ნოკდაუნის კლუბი – 2008 წელს. ახალგაზრდა მენტორების ენთუზიაზმმა „დააინფიცირა“ ბიჭები, რომლებიც წლიდან წლამდე სწრაფად მიიწევდნენ წინ.

პირველი, ნამდვილად დიდი წარმატება 2009 წელს დაფიქსირდა, როდესაც აკაკის სტუდენტმა, გურამ კუტუბიძემ იუნკერებს შორის ევროპის ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა. ეს იყო ტაეკვონდოს პირველი მედალი, საქართველოს ისტორიაში. და კიდევ ორჯერ, მისი ხელმძღვანელობით, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატზე (შესაბამისად, იუნკერებსა და იუნიორებში): ორივეჯერ, 2015 და 2017 წლებში, გამარჯვებული გახდა ზურაბ კინწურაშვილი. ზურაბი მისი ყველაზე ნიჭიერი და ტიტულოვანი სტუდენტი იყო: ევროპის ჩემპიონატში წარმატების გარდა, მან მოიპოვა ტუნისის საკვალიფიკაციო მსოფლიო ტურნირში მონაწილეობის ლიცენზია, სადაც მესამე ადგილი დაიკავა. შემდეგ კი მონაწილეობდა ბუენოს აირესის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში, 2018 წელს. 2015 წლის პანამერიკულ ღია ახალგაზრდულ თამაშებში ვერცხლის მედალი მოიპოვა, 2016 წლის ოქროს მედლები კადეტთა ღია პირველობაზე და 2019 წლის აშშ ღია ჩემპიონატზე, ახალგაზრდებს შორის. გარდა ამისა, აჭარის სკოლის მოსწავლეების გუნდებმა, მის ხელმძღვანელობით, არაერთხელ მოიგეს საქართველოს ჩემპიონატები, იუნიორთა შორის.

ბათუმელი ახალგაზრდა მწვრთნელის წარმატებები არ დარჩენილა შეუმჩნეველი: 2015, 2017, 2018 და 2019 წლებში ის აჭარის „წლის საუკეთესო მწვრთნელად“  აღიარეს. 2013 და 2014 წლებში – საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციის „წლის საუკეთესო მწვრთნელი“ გახდა (ამ წლების განმავლობაში ის საქართველოს იუნიორთა ნაკრებს წვრთნიდა). 2019 წელს ის გახდა პირველი მწვრთნელი საქართველოში, რომელსაც მიენიჭა მაღალი წოდება – „საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი“. 2015 წელს კი ერგო დიდი პატივი, ყოფილიყო მეჩირაღდნე, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის დროს, რომელიც საქართველოში ჩატარდა.

მსოფლიოში რამდენიმე მწვრთნელს თუ შეუძლია დაიკვეხნოს ასეთი წარმატებით, მაგრამ აკაკი არასდროს ჩერდებოდა და ყოველთვის ცდილობდა  ჯერ დაუპყრობელი მწვერვალების დაპყრობას. ასე ასწავლიდა მას ავთანდილ მიქაძე. აკაკი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ მას შეუძლია მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონების აღზრდა, მაგრამ ამისათვის საჭიროა უკეთესი დაფინანსება და უკეთესი პირობები, სასწავლო პროცესისთვის. მართლაც, დღეს არა მხოლოდ მწვრთნელები, არამედ სპეციალისტთა მთელი გუნდი მუშაობს საერთაშორისო დონის სპორტსმენებთან: დიეტოლოგები, მასაჟისტები, ანალიტიკოსები, აგენტები. ასევე საჭიროა, შესაბამისი დონის მუდმივი სპარინგ პარტნიორები. პატარა და ღარიბი საქართველო ვერ უზრუნველყოფდა ამ ყველაფერს. აკაკიმ გადაწყვიტა, შეერთებულ შტატებში გადასულიყო, სადაც იმედოვნებს, რომ თავიდან დამკვიდრდება როგორც ამერიკელი ბიჭუნების მწვრთნელი, შემდეგ კი შესაძლებლობა მიეცემა, იმუშაოს კვალიფიციურ სპორტსმენებთან. ამერიკა ცნობილია თავისი სტუმართმოყვარეობითა და კეთილშობილებით, მაგრამ ის უპირატესობას ანიჭებს ენერგიულ, დაჟინებულ, შრომისმოყვარე ადამიანებს. აკაკის ყველა ეს თვისება აქვს, ამიტომ მას წარმატების იმედი აქვს. დანარჩენი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. ჩვენ ვუსურვებთ ნიჭიერ მწვრთნელს, გამოაჩინოს თავისი საუკეთესო თვისებები ახალ გარემოში და მიაღწიოს ყველა დასახულ მიზანს!

Leave a Reply