“ერი და სახელმწიფოს” ლიდერი ზვიად ტომარაძე თანამოაზრეებთან ერთად პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
-2002 წლიდან დღემდე მრავალი შემოთავაზება მქონდა პოლიტიკაში შესასვლელად, მაგრამ დღემდე არ ვყოფილვარ არცერთი პარტიის წევრი. არჩევნებში მხოლოდ ერთხელ, შარშან მივიღე მონაწილეობა, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ “ბინადრობის გაყიდვის კანონპროექტის” პარლამენტის მიერ ჩაგდების გამო დებატებში მიმეღო მონაწილეობა და წამყვანი ტელეეთერებიდან, სადაც უკვე 2 წელია დაბლოკილი ვარ, მემხილებინა, როგორც ხელისუფლება, ასევე “ოპოზიციაც”. თუმცა ტელეეთერებში არც არჩევნებში მონაწილეობის გამო მიმიწვიეს. გააზრებული მქონდა ფინანსების გარეშე ერთი თვით ადრე არჩევნებში ჩართვა, წარმატების მომტანი რომ ვერ იქნებოდა. ამის თაობაზე არაერთხელ დამიწერია…
ახლა როდესაც ვატყობ, რომ საზოგადოებრივი საქმიანობა შედეგის მომტანი ვეღარ არის და გაცილებით მეტია გასაკეთებელი, დავდექი 3 არჩევანის წინაშე:
1. გავჩერდე და ვიცხოვრო რიგითი მოქალაქის ცხოვრებით;
2. მონაწილეობა მივიღო “პოლიტიკურ სპექტაკლებში”;
3. აქტიურად ჩავერთო პოლიტიკურ ცხოვრებაში და თანამოაზრეებთან ერთად შევქმნა პოლიტიკური ორგანიზაცია.
ღიად ვაცხადებ, რომ ჩემი პოლიტიკური გემოვნება ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტის აღდგენას და უპარტიო საქართველოს უკავშირდება (მხოლოდ მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატებით), მაგრამ არსებული პოლიტიკური სიტემის პირობებში, იძულებული ხარ მხოლოდ პოლიტიკური ორგანიზაციის საშუალებით მოიპოვო აქტიური ტრიბუნა და სხვა პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტები, რაც აუცილებელი პირობაა შედეგების დასადებად… შესაბამისად, თანამოაზრეებთან ერთად მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება: მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფო” გადაკეთდეს პოლიტიკურ ორგანიზაციად. ყრილობის თარიღს დამატებით შეგატყობინებთ. დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით მესენჯერში-წერს ტომარაძე.

Leave a Reply