შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოებთან დაკავშირებით არსებულ რეგულაციებს აკონტროლებენ.

მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრი, სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია ქუთაისში, სასაფლაოზე დააკავეს.

აქტივისტების ცნობით, ნიკა ნარსია მამის საფლავზე მისვლას ცდილობდა, რის გამოც დაპირისპირება სამართალდამცველებთან მოუხდა. არსებული ინფორმაციით, ის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

შეზღუდვების დარღვევა ითვალისწინებს სამართალდამრღვევი პირს დაჯარიმებას – 2000 ლარის ოდენობით.

Leave a Reply