ფაშიზმზე გამარჯვების დღე წელს კიკვიძის პარკში აღინიშნება

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის პარკში, წელს, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიება არ გაიმართება.

აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, წელს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მიგება ვეტერანთა კულტურის და დასვენების (კიკვიძის) პარკში იქნება შესაძლებელი-ნათქვამია განცხადებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*