საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ შუამავლის როლი შეასრულა მედიატორის თხოვნით და “საიას” ანგარიშის გავლით, ნიკა მელიას გირაოს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე ჩარიცხა. მისივე თქმით, საიას მოტივაცია, იყო საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის რაც შეიძლება დროულად განმუხტვა.

-“ნიკა მელაის გირაოს თანხა გამოყო ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის, ხოლო ჩვენ ბიუჯეტში გადავრიცხეთ ეს თანხა. იმისათვის, რომ გირაოთი შეცვლილიყო აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა. ჩვენ დავეხმარეთ მედიატორს იმაში, რომ ჩვენი გავლით მომხდარიყო და მისულიყო ეს თანხმა ბიუჯეტში. ეს ჩვენი ინიციატივით არ მომხდარა მედიატორის თხოვნა იყო, რომ გირაოს თანხა, ისეთ ორგანიზაციების გავლით ჩარიცხულიყო ბიუჯეტში, რომლების მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არ არსებობს კითხვის ნიშნები. თანხა გადახდილია, დაახლოებით ერთი საათის წინ გადავრიცხეთ ბიუჯეტში. ეს მოქმედებები შეთანხმებული იყო ევროკავშირთან”-განაცხადა სიმონიშვილმა.

Leave a Reply