წნორის მოსახლეობა აქცახდებს, რომ ასანურის და კვენაკელის საძოვრებს სტატუსი შეუცვალეს და იყიდება. დღეს ადგილობრივებმა აქციაც გამართეს. ადგილობრივებთან სასაუბროდ და მხადასაჭერად მოძრაობა “დროს” ხელმძღვანელი ელენე ხოშტარია და კახეთის რეგიონალურის ხელმძღვანელი ნინო გოგოლაშვილი ჩავიდნენ.

-“ჩამოვედი ადგილობრივების მხარდასაჭერად, რადგან დაუშვებელია, აქაურების ზურგს უკან, თბილისში წყდებოდეს რა ბედი ეწევა წლების მანძილზე მათ სარგებლობაში არსებულ საძოვრებს. ახლა მთავარია, გაჩერდეს აუქციონი. კომუნიკაცია უკვე მქონდა მაჟორიტართან, დავით სონღულაშვილთან, რომელმაც დადო პირობა, რომ ეს საკითხი მოგვარდება.

უნდა შეიცვალოს მიდგომა, მსგავსი საკითხები, რომლებიც ადგილობრივი მაცხოვრებლების ყოველდღიურ და აუცილებელ საჭიროებებს ეხება, სწორედ მათი ინტერესების გათვალისწინებით უნდა წყდებოდეს.”-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

Leave a Reply