ვასო წერეთელი

მდინარე ძევრულას ხეობაში უჩვეულოდ შემოსილი ახალგაზრდები გამოჩნდნენ, რომლებიც უცნაურ ხმებსაც გამოსცემდნენ და უცნაურადაც იქცეოდნენ. ისინი, ერთი შეხედვით, პირველ ყოფილ ადამიანებს ჰგავდნენ, მაგრამ რეალურად, 21-ე საუკუნის მოსწავლეები იყვნენ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში, ისტორიის გაკვეთილზე ნასწავლი მასალის გასაცოცხლებლად, სოფელში არსებული ბუნებრივი და ისტორიული ძეგლი, საგვარჯილეს გამოქვაბული, გამოიყენეს და საუკუნეების წინანდელი რეალობა განასახიერეს.

სკოლის დირექტორი მანუჩარ ფანჩულიძე, რომელიც ამავე დროს ისტორიის პედაგოგია  ამბობს, რომ  ეს იყო გაკვეთილი-ინსცენირება, გამოვიყენეთ სკოლის ბაზაზე არსებული აუდიო-ტექნიკა,  ხოლო რაც შეხება  გამოსაყენებელ ინვენტარს  მოსწავლეებმა  სახლში მოპოვებული ნივთებით დაამზადეს.

,,ჩვენ ეს ეპოქა გავაცოცხლეთ. ზოგი ბავშვი თითქოს შუბით ნადირობდა, ზოგი თევზს იჭერდა, ნაწილი მცველი იყო, გოგონები საკვებს ამზადებდნენ და ძალიან სახალისო და შემეცნებითი აქტივობა გამოვიდა. სწავლა თამაშით – ეს არის რეკომენდაცია რეფორმის ფარგლებში და ნამდვილად ნაყოფიერი გამოვიდა’’.

„ასეთი სიმდიდრე გვაქვს სოფელში და არ შეიძლებოდა არ გამოგვეყენებინა, ამჯერად მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. სამომავლოდ ვგეგმავთ 1095 წლის კლერმონის საეკლესიო კრების მოდელირებას, სადაც ნახავთ ჯვაროსან რაინდებს, ბიზანტიის იმპერატორს, რომის პაპს და ა.შ.

ძევრის საჯარო სკოლაში ამჟამად 125 მოსწავლე სწავლობს. ხოლო  საჯარო სკოლა, აგვისტოს ომის გმირის, უშანგი სოფრომაძის სახელს ატარებს.

Leave a Reply