მომდევნო კვირიდან პარლამენტი ამნისტიის კანონპროექტის განხილვას იწყებს. მოახერხებენ თუ არა მხარეები პოზიციების შეჯერებას – რამდენიმე დღეში ოპოზიციის და უმრავლესობის ორი ინიციატივა კომიტეტებზე გავა.

პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ იმედი გამოთქვა, რომ მხარეები საბოლოოდ შეჯერდებიან.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ის ამ პროცესს ხელს შეუწყობს.

“იქნება განხილვები. მე იმედი მაქვს, რომ შეჯერდება და საერთო სახით იქნება წარმოდგენილი. შევეცდები, ჩემი მხრიდან ამ პროცესს შევუწყო ხელი, თუმცა, საბოლოო ჯამში, ვნახავთ, როგორ წარიმართება დებატები, რომელი კანონპროექტი იქნება მიღებული, იქნება თუ არა საერთო კანონპროექტი მიღებული. რაც მთავარია, მიუხედავად იმისა, რომელი კანონპროექტი გავა, მნიშვნელოვანია, ვალდებულებები, რომელიც ხელმომწერმა მხარეებმა ავიღეთ შარლ მიშელის დოკუმენტით, შესრულდეს,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.

Leave a Reply