ირაკლი კობახიძე კახა კახიშვილის კომენტარს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კახიშვილმა 2 სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეობაზე უარი თქვა.

 

„შემიძლია საიდუმლო გაგიმხილოთ, როდესაც არჩევნების შემდეგ პარლამენტი ყალიბდებოდა, მას 2 სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო უარი თქვა. თუ არის რაიმე ინტერესი, რომ სხვადასხვა მიმართულებით უფრო აქტიურად იყოს ჩართული, რა თქმა უნდა, გამოცდილების მქონე გუნდის წევრია და შესაბამისად, მასთან კონსულტაციები გვექნება”, – ამბობს ირაკლი კობახიძე

Leave a Reply