ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკითხვაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ სწორედ ღარიბაშვილის მიერ არის ინიცირებული ეს სისხლის სამართლის საქმე.

“მეც ძალიან მაინტერესებს რა ჩვენება უნდა მისცეს. კარგად იცით, რომ თავდაცვის მინისტრი როცა იყო, მაშინ იყო ეს საქმე მისი მხრიდან წამოწეული და ინიცირებული. ალბათ, ექნება სათქმელი რატომ, რისთვის და რის საფუძველზე, საფუძველი გვაინტერესებს ამ ბრალდებებს რა აქვს, ეს ბრალდებები ნამდვილად ნაკლები საფუძვლის მატარებელია”, – თქვა ივერი მელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დასაკითხ მოწმეთა სიაში ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სალომე ზურაბიშვილიცაა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, თუ როდის მისცემენ ისინი სასამართლოს ჩვენებას.

Leave a Reply