სამაუწყებლო კომპანიის რუსთავი2-ის დამფუძნებლები ტელეკომპანიის 60%-ის დაყადაღებას მოითხოვენ.

“უკვე დეკლარირებულად და ოფიციალურად ეს ქონება გადადის ახალი ჰოლდინგის ხელში. ინტელექტუალური რესურსი გადადის, სიხშირე გადადის და ა.შ აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს მკვეთრი მტკიცებულებები იმის, რომ ეს არის საფრთხე და ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ამ პროცესის შეჩერება”, – თქვა დავით დვალმა.

როგორც ჯარჯი აქიმაძისა და დავით დვალის ადვოკატმა განაცხადა, ამ საქმეს ის დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დააყენებს .

“მიუხედავად უკვე არსებული და ცალსახად გამოვლენილი უსამართლო დამოკიდებულებისა სასამართლოს მხრიდან ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოზიცია ფაქტობრივი თუ სამართლებრივი თვალსაზრისით, დღეს დავაყენებთ არაერთ შუამდგომლობას.”,-განაცხადა ადვოკატმა კახა კოჟორიძემ.

Leave a Reply