„ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის თავჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის, ოდირის, შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის, ოდირის, შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთება. ეს იქნება ერთადერთი გზა, რომ არჩევნებამდე მივიდეთ ნორმალურად, მშვიდ გარემოში ჩატარდეს არჩევნები და არჩევნების შედეგებმა არ დაბადოს კითხვის ნიშნები. ასევე ვისაუბრეთ შარლ მიშელის დოკუმენტის სხვა პუნქტებთან დაკავშირებითაც, სადაც ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს დოკუმენტის სულისკვეთება, ის კონკრეტული შეთანხმებები, რომელიც დოკუმენტის უკან დგას, არ იყოს ინტერპრეტაციის მცდელობა და შემდგომ პარლამენტში უმრავლესობის გამოყენება ამ სულისკვეთებასთან შეუსაბამო კანონპროექტების დარეგისტრირებით. ჩვენ შევეცდებით დავარწმუნოთ „ქართული ოცნება“, რომ ის განსხვავებები, რომელიც წინა შეხვედრაზე დაფიქსირდა, უნდა აღმოიფხვრას გამომდინარე ვენეციის კომისიის, ოდირისა და შარლ მიშელის დოკუმენტში მკაფიოდ გაწერილი პუნქტებიდან“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

Leave a Reply