ნიკა მელიამ ირაკლი კობახიძის  განცხადებას უპასუხა იმის შესახებ, რომ ქართული დემოკრატიისთვის უკეთესიც იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში წარმოდგენილი არ იქნება.

„შეიძლება გაუმართლოს ირაკლი კობახიძეს და ეს განცხადება, რომელიც მან გააკეთა, დაკმაყოფილდეს. დაგველოდოს, ბატონი ირაკლი! ვინმეს თუ არაფერი არ უნდა უხაროდეს, ბატონი კობახიძეა, რადგან მორალური, პოლიტიკური უპირატესობა და ბევრი სხვა უპირატესობა უკვე მოპოვებული გვაქვს. მესმის მათი მღელვარების, დარდის… უბრალოდ, აღარ შერჩათ რესურსი ღირსეული, დამაჯერებელი, ან ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული განცხადება გააკეთონ. 24 საათი საუბრობენ ჩემზე, ან იმაზე რა საზიზღრები ვართ ოპოზიციაში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

Leave a Reply