„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ ენმ-ს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ბოიკოტს აზრი აღარ აქვს.

“ჩემი პირადი აზრია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჩვენმა ფრაქციამ, რომელიც ყველაზე დიდი ფრაქცია იქნება, მე-10 მოწვევის პარლამენტში მონაწილეობა უნდა მიიღოს, იმიტომ, რომ ახლა ის მოცემულობაა, როდესაც ბოიკოტს აზრი აღარ აქვს. ერთპარტიული პარლამენტი აღარ არსებობს, რაც „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან მწარე აბი იყო გადასაყლაპად, მაგრამ გავიდა თვეები, ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს. უკეთესი იქნებოდა უფრო მეტ დათმობაზე წამოგვეყვანა “ქართული ოცნება” და ეს ბოიკოტი რამდენიმე თვე, თუნდაც ადგილობრივ არჩევნებამდე გაგრძელებულიყო, მაგრამ რადგანაც ეს ვერ მოხერხდა, არ მგონია, რომ “ქართული ოცნება” იქ მარტო უნდა დავტოვოთ და მათი სურვილი შევასრულოთ, როდესაც პარლამენტში ისინი “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე არიან”- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ, ოპოზიციურ მხარეში ენმ-ს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები.  ერთი მხარე ემხრობა ენმ-ს პარლამენტში შესვლა, მეორე კი აგრძელებს ბოიკოტს.

Leave a Reply