ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გადასახადის გადამხდელს, რომელსაც უფიქსირდება მიმდინარე საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ექნება გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით დარიცხული ჯარიმა საურავები სრულად შეიმციროს.

“გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე საგადასახადო დავალიანება დღემდე წარმოშობილი, ეს იქნება აღიარებული საგადასახადო დავალიანება თუ არაღიარებული დავალიანება, შესაძლებლობა ექნება გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა საურავები.

ამისთვის გადასახადის გადამხდელმა მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით და მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე უნდა განახორციელოს აღნიშნული პირობების შესრულება.

გადასახადის გადამხდელს, რომელთაც მიმდინარე საგადასახადო დავალიანება არსებითად შედგება მხოლოდ ჯარიმა საურავებისგან, მათ შესაძლებლობა ექნებათ ანალოგიური პირობით განახორციელონ საგადასახადო დავალიანებაზე შეთანხმების გაფორმება დავალიანების 30%-ის გადახდის შემთხვევაში.

აღნიშნული ინიციატივა ეხება ყველა გადასახადის გადამხდელს, ყველა საგადასახადო დავალიანების, მათ შორის საგადასახადო დავაში მყოფს, ეს იქნება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში თუ სასამართლო სისტემაში,” – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

Leave a Reply