საიდან აქვს ჰამასს ფული, როგორ აფინანსებს მსოფლიო მას, რამდენია გერმანიის წვლილი ტერორისტული სიძულვილის დაფინანსებაში?

როგორც ჟურნალისტი მიხეილ ხაჩიძე გერმანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, პალესტინელი ტერორისტებმი, რომლებმაც ისრაელს ბოლო დღეებში 3000-ზე მეტი რაკეტა ესროლეს, ფულს მსოფლიოდან იღებენ. კერძოდ; დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში ყველაზე დიდი დამსაქმებელია UNRWA, დახმარების სააგენტო, რომელიც გაერომ პალესტინელებისთვის 1949 წელს დააფუძნა. მხოლოდ 2020 წელს UNRWA– ს ბიუჯეტი 773 მილიონი ევრო იყო.

ტოპ სპონსორი გერმანიაა 173 მლნ ევროთი, 157 მლნ ევროკავშირმა მისცა, 33 მლნ იაპონიამ. UNRWA ფულს იყენებს ლტოლვილთა ბანაკებისთვის (მათ შორის სირიაში, იორდანიაში) და თითქმის 30,000 თანამშრომლის დასაფინანსებლად, რომლებიც 5,5 მილიონ ადამიანს უვლიან იქ. მუშაობა განსაკუთრებით პრობლემურია ღაზაში: UNRWA– ს თანამშრომელთა უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა, რომელთაგან ბევრი ჰამასს გულშემატკივარია ან მათი წევრია ოფიციალურად. UNRWA– ს შენობებს(ბაზებს, ოფისებს) ჰამასი იყენებს როგორც იარაღის საცავებად, ასევე რაკეტების ბაზებად. მნიშვნელოვანი პუნქტია ასევე, UNRWA-ს მიერ გამოცემული სასკოლო წიგნები, რომელიც სიძულვილის ენითაა აღსავსე.

თაობებს ებრაელებისა და ისრაელის სიძულვილით ზრდიან და მუდმივად მათზე ძალადობას აგონებენ.

Leave a Reply