მიშა ხაჩიძე

ჟურნალისტი

-რამდენიმე საათის წინ საბერძნეთის პოლიციამ საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა. როგორც ბერძნული მედია იტყობინება საბერძნეთის პოლიციამ კანონდამრღვევი ჩვენი თანამემამულეები ათენთან ახლოს ვულაღმენის სანაპიროზე დააკავეს, როდესაც ისინი მორიგ კანონდარღვევას ჩადიოდნენ . 📞პოლიციას ფაქტის შესახებ ერთ-ერთმა ცნობილმა შეფ-მზარეულმა შეატყობინა და სწორედ მისი დახმარებით მოხერხდა ზღვის ზღარბებზე უკანონოდ მონადირე 4 ქართველის დაკავება.

აქვე უნდა ითქვას, რომ ამ ბოლო ხანებში, ქართველებზე ძალიან ბევრი მასალა იდება. ქურდობის ფაქტებზე საბერძნეთის პოლიციამ 7 ქართველი დააკავა, მათ შორის კაცები და ქალები. სამართალდამცველების ცნობით, აღნშნულ პირებს, 180 ათასი ევროს ქურდობა ედებათ ბრალად.

და კიდევ ერთი -20 წლის ბერძენი გოგოს მკვლელობა, როგორც იცით, პირველივე დღესვე ქართველს დააბრალეს ვიღაცებმა. არც უდანაშაულობის პრეზუმცია რომ არ იციან და არც გაშუქების სპეციფიკა . ახლა კი, გლიკა ნერაში 20 წლის კაროლინის სასტიკი მკვლელობის საქმეში სერიოზული გადატრიალებები ფიქსირდება. ამ ქართველის დნმ ხომ ადგილზე საერთოდ არ აღმოჩნდა. არანაირი კვეთა და კავშირი არ იკვეთება, აქვს ალიბიც მომხდარის დროს.

ქმრის, 32 წლის პილოტის ჩვენება იმის შესახებ, რომ მასთან შევარდა 3 ნიღბიანი, ვერცერთი ამოღებული ვიდეო მასალით ვერ დასტურდება. მოკლულ გოგოს სხეულზე ძალადობის(წინააღმდეგობის) ნიშნები არ არის.
ბერძნული მედიის ახალი ვარაუდით, 20 წლის გოგოს მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისი ქმარია, რომელმაც სავარაუდოდ ყველაფერი ჩააჭყო.
ედიტიდ: საქართველოს საელჩოს ეხვეწებოდნენ ქართველები, გამოდი და გვერდით დაგვიდექი, გამოდით ხმა ამოიღეთ, ტყუილა ტენიან უდანაშაულო ბიჭს მკვლელობასო, იმუქრებოდნენ, მივეჭრათ და აქცია გავუმართოთ .
საელჩოსაც დაუწერია გარკვევით პოსტი აქამდეც, რომ ამ ბიჭის ბრალეულობა არ უკვეთება.
მასალები-www.protothema.gr

Leave a Reply