26 მაისს თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სტუდენტები და მოსწავლეები საქველმოქმედო აქციას ატარებენ.

თეონა ყიფშიძე

სტუდენტი

-მინდა დავაანონსო საქველმოქმედო ღია ბაზრობა, რომელიც 26 მაისს, თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.ბაზრობა დაიწყება9 საათიდან და გაგრძელდება საღამოს 19:00 საათამდე. სიმბოლურ ფასადა გავყიდით ხელნაკეთ ნივთებს. აღებული თანხით ვეხმარებით უფასო სასადილოს სოციალურ სახლს, რომელიც მდებარეობს ზანდუკელის 2 ნომერში და ემსახურება 130 ბენეფიციარს, რომლებიც უფასო კვებით სარგებლობენ, რომ შშმ პირებისთვის და მარტოხელა პენსიონრებისთვის მოქმედებს ადგილზე მიტანის სერვისი.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, განსაკუთრებით სტუდენტებს და მოსწავლეებს-გავერთიანდეთ კეთილი საქმის საკეთებლად.

Leave a Reply