ვასო წერეთელი

ბრიფინგის დრო

 
გივი შანიძე: 

რუსთაველის სამოქალაქო აქტივისტი, ჩვენ რუსთაველის სამოქალაქო აქტივისტები საწყის ეტაპზე ჩავერთეთ  ნამაჰ-ვან ჰესის წინაღმდეგ კამპანიაში,   ვინაიდან ასეთი ფორმით როგორც შენდება ჩვენთვის  მიუღებელია მისი აშენება   და შესაბამისად თანაგრძნობას და სოლიდარობას ვუცხადებთ  ადგილობრივ მოსახლეობას და რიონის ხეობის  მცველებს,

არავინ  არ დაობს იმ თემასთან დაკავშირებით რომ  ამ ჰესის აშენება  ადგილობრივ ეკოსისტემაზე  ცუდად იმოქმედებს, მე თვითონ ვარ  ადგილზე ნამყოფი და  შესაბამისად  ვნახე   მეწყერ-საშიში ზონები,   გუმათ ჰესის აშენების შემდგომ თუ როგორ ჩავარდა ერთ-ერთი გზა ჩემი თვალით ვნახე, გადაღებულიც მაქვს  ვიდეო,

ჩვენი  რუსთაველების მოწოდება არის რომ  ეკოლოგია უალტერნატივოა,  იქიდან გამომდინარე რომ შეხება გვაქვს   ეკოლოგიურ პრობლემებთან,  ვინაიდან  რუსთავში ყველაზე დაბინძურებული ჰაერია ევროპის მაშტაბით და შესაბამისად უფრო მგძნობიარედ ვართ ამ თემის მიმართ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ  ადამიანებს რომლებიც იცავენ  საკუთარ  კარ-მიდამოს, ოჯახს, მთლიანად ხეობას და შესაბამისად საქართველოს,

შეგახსენებთ  რომ  დაანონსებული არის აქცია, რიონის მცველების მხრიდან   23 მაისს  2 საათზე რესპუბლიკის მოედანზე,  უნდა შედგეს  მშვიდობიანი და ფართო მაშტაბიანი აქცია,  ჩვენ  რუსთაველები, რუსთავის ორი ადგილიდან   ძველი რუსთავის მაცხოვრებლები დავიძრებით მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან, ხოლო  ახალი რუსთავის მაცხოვრებელები გმირთა მოედნიდან,  რუსთაველის 2  ნომრიდან და  ჩვენს მიერ  დაქირავებული მიკროავტობუსებით  და მანქანით  შევუერთდებით რიონის ხეობის  მოსახლეობას  და მცველების  დაგეგმილ აქციას, რათქმაუნდა ჩვენ ვართ აპარტიულები და მოსახლეობაც აპარტიული არის, რათქმაუნდა ვერიდებით ყველანაირი პარტიული სიმბოლიკის გამოყენებას, ასევე მოგიწოდებთ საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს მოქალაქეებს,  განურჩევლად ეროვნული წარმომავლობისა და ეთნიკური   კუთვნილებისა,  რომ გავერთიანდეთ და შევეწინააღმდეგოთ  გარემოს დაცვითი პრობლემების  დამატებას ქვეყანაში.  იქიდან გამომდინარე რომ  ამ ჰესის აშენება მკვეთრად იმოქმედებს   ადგილობრივ  ეკოსისტემაზე, შეუძლებელი  იქნება იქ ცხოვრება და გადაადგილება. სოლიდარობა რიონის ხეობის მოსახლეობას და მცველებს.

ბადრი ბოკუჩავა

-აქტიური მოქალაქე, რაც შეხება რუსთავიდან ესე ერთდროულად ორგანიზებულად და ერთ დროს გასვლას  ეს ის  ერთადერთი მიზეზი  არის რომ  როდესაც ეგრეწოდებული მემარცხენე ან კონსერვატორი ჯგუფები  მოაწყეს მსვლელობით წასვლა ნამაჰვან-ჰესის  საწინააღმდეგო პროტესტზე   ბევრი თანამოაზრე  გავიცანი რუსთავიდან,  როგორც ადამიანს მე პირადად  არ მსურდა რომ თანამოქალაქე გამეცნო  ქალაქგარეთ,  აქედან გამომდინარე ჩვენი სურვილი არის  თანამოქალაქეებმა მინიმუმ სახეზე მაინც ვცნობდეთ  ერთმანეთს.  შემოგვიერთდით და ერთად დავუჭიროთ მხარი  რიონის ხეობის მცველებს.

 

Leave a Reply