გიორგი ლაღიძე

“მომავალი საქართველო”

-ხვალ 26 მაისია ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, ასევე საქართველოს ეროვნული გმირის გენერალ გიორგი კვინიტაძის დაკრძალვა, დიახ, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ტერიტორიები დაკარგული აქვს, მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება და ქვეყნის დამოუკიდებლობა კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება!

დიახ, მეამაყება ეს თარიღი, ვინც 26 მაისის დაკნინებას შეეცდება ეს გოლეთიანი იქნება თუ სხვა ვინმე ,,რომელსაც ვერ გაურკვევია რომ ეს ხელისუფლების ზეიმი კი არა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღეა” მე ყველა ასეთი ადამიანის ,,დიად” მიზნებში ეჭვი შემეპარება, თან ამას თუ ამყარებს მათ აქციებზე აშკარად პრორუსულად განწყობილი პერსონების გამოჩენა, საქართველო განუმეორებელი და წარუშლელია,პერსონები თავის რეალურ სახეს ვფიქრობ მალე წარმოაჩენენ, ჰო ისე ცნობისათვის ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგი ვარ,თუმცა ჩემთვის მიუღებელია ამ თემის ვიწრო ჯგუფის მიერ პრივატიზება, რაც შეეხება ჯანსაღ პროტესტს მხოლოდ მივესალმები……..

Leave a Reply