გიორგი გაგნიძე
“შეცვალე საქართველო”
-მისასალმებელია ჩვენი კონსტიტუციური უფლების სრულფასოვანი გამოყენება და შეუზღუდავად შევძლოდ ჩვენთვის მიუღებელ ნებისმიერ საკითზე კანონიერების ფარგლებში შეკრება და მისი გაპროტესტება, რადგან გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ძირითად ფუნდამენტს და მისი პროგრესისა და თითოეული ინდივიდის თვითრეალიზაციის ძირითად პირობას.
თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი საამაყო ისტორიის მნიშვნელოვანი თარიღის: დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა. ეს არის ჩვენი ისტორიის საამაყო და მნიშვნელოვანი ფურცელი, რომლისთვისაც დაიღვარა არაერთი მამულიშვილის სისხლი და შეეწირა რუსული ჩექმისგან გათავისუფლების 2 საუკუნოვან ბრძოლად.
მჯერა, რომ ამ დღის მნიშვნელობა და აღნიშვნა, თითოეული ჩვენგანისთვის გააზრებული და საამაყოა.
ასევე მჯერა, რომ ჩვენი ბრძოლით მალე სხვა საამაყო და ღირსეული თარიღი შეემატება ჩვენს ისტორიას.

Leave a Reply