თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკა მელიას პროცესი განახლდება. მიმდინარეობს მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი.

პროცესი ამჯერადაც ნიკა მელიას გარეშე ჩაივლის, რადგან მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ის დარბაზიდან გააძევა.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე აქვს წაყენებული და მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ შეეცვალა. ნიკა მელიამ ციხე 10 მაისს დატოვა.

Leave a Reply