შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიონის ხეობაში ექსპერტ-კრიმინალისტები გააგზავა და დაიწყეს შესწავლა, რა დაზიანებები მიაყენეს რკინის ჯებირებს “რიონის ხეობის მცველებმა” აქტივისტმა. ექსპერტები ზომავენ რკინის ჯებირებზე დაზიანებებს და ასურათებენ.

ხეობაში დაბრუნებულ აქტივისტებს სოფელ გუმათში რკინის ჯებირებით გადაკეტილი გზა დახვდათ. პროტესტის ნიშნად ისინი რკინის ჯებირებს ხელს ურტყამდნენ და მის აღებას მოითხოვდნენ. აქციის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ ადგილზე დარჩებოდნენ და ასე შეუქმნიდნენ პოლიციას დისკომფორტს.

Leave a Reply