სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკატერინე სხილაძემ განაცხადა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში ძალადობის ფაქტებზე უკვე დაიწყო გამოძიება.

“ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში სავარაუდო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, სახალხო დამცველის აპარატი ამ დროისთვის რამდენიმე შემთხვევას შეისწავლის. ჩვენ დეტალებს ვაზუსტებთ და გამიჭირდება რაიმე კონკრეტული ინფორმაციის მოწოდება, თუმცა ყველა მიმართულებით ვცდილობთ იქ მყოფი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის ფაქტები დავინახოთ. ასევე იქ მცხოვრები და უკვე თავშესაფრიდან გასული ზრდასრულების მოძიებისა და მათთან გასაუბრების მიმართულებითაც ვმუშაობთ”,- განაცხადა ეკატერინე სხილაძემ.

Leave a Reply