საქართველოში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციაში უკრაინის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. უკრაინელ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა.
შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.
დღესვე მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები, დელეგაციის წევრებთან ერთად, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი და დენის შმიგალი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

Leave a Reply