ბიბისი-ს ინფორმაციით, აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის სამმართველო (NASA), პლანეტის ატმოსფეროსა და გეოლოგიური ნიშნების შესასწავლად, ვენერაზე ორ ახალ მისიას აანონსებს.

მისიები, რომელთაგანაც თითოს ღირებულება $500 მილიონამდეა, 2028-დან 2030 წლამდე შესრულდება.

„ეს მისიები არის შანსი, რომ გამოვიკვლიოთ პლანეტა, რაც 30 წელზე მეტია, აღარ გაგვიკეთებია. მისიების მიზანია, დადგინდეს, როგორ იქცა ვენერა ჯოჯოხეთის მსგავს სამყაროდ, რომლის ზედაპირზეც ტყვიაც კი დნება“, – აცხადებენ NASA-ში.

წყარო

https://www.bbc.com/news/science-environment-57339355

სხვათაშორის, ვენერა მზიდან მეორე და მზის სისტემაში ყველაზე ცხელი პლანეტაა. მის ზედაპირზე ტემპერატურა 500C-საც კი აღწევს.

 

Leave a Reply