საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განცხადება გააკეთა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის”შეთქმულების თეორიებზე”.

“ზუსტად ის 2 დღე, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლა დაანონსა “ნაცმოძრაობამ”. სწორედ ამ 2 დღეს ითხოვდა გახარია ოპერაციის ჩასატარებლად და ყველამ დავინახეთ, რომ ის მიზეზი, რომ რაოდენობა შემცირდებოდა ან მოდუნდებოდა, არ დადასტურდა. საკმაოდ, დაძაბული სიტუაცია იყო, როდესაც დაანონსებული იყო პირდაპირ, რომ სახელმწიფო აღარ არსებობს და მელიაა მთავარი, ვინც ქმნის სახელმწიფოში კანონებს და სააკაშვილი, ვინც მართავს პოლიტიკურ სიტუაციას. ყველა ნაბიჯი, მათ შორის გადადგომაც, დაემთხვა იმ ინტერესს, რომელზეც უკვე ღიად დაიწყეს საუბარი “ნაცმოძრაობის” ბანაკიდან”, “ალამუთის ციხესიმაგრიდან”. ეგეთი აზრი გაჩნდა მაშინვე, როგორც კი ასეთი გააფთრებული მოთხოვნის შემდეგ, რომ აუცილებლად მოხსნოდა იმუნიტეტი მელიას, ამის შემდეგ რადიკალური ცვლილება იმჟამინდელი პრემიერმინისტრის დამოკიდებულებაში ამ საკითხის მიმართ. რასაკვირველია, საკმაოდ სოლიდური საფუძველია იმისთვის, რომ გაჩნდეს და გამყარდეს ის მოსაზრებები, რაზეც ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. ირაკლი კობახიძე დამადასტურებელი ფაქტების თაობაზე, უახლოეს დღეებში თავად გააკეთებს განცხადებას. მათ შორის დაფინანსების თაობაზე”.- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  “შეთქმულების თეორიებზე” ისაუბრა, რომელის მიხედვითაც, გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი “სახელმწიფო გადატრიალებას” გეგმავდნენ.

Leave a Reply