„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა  ირაკლი კობახიძის საპასუხოდ  განაცხადა, რომ გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილს  განსხვავებული ძალები უდგათ გვერდით.

„სამწუხაროდ, ბატონი ირაკლი კობახიძე თანდათან სრულად ემსგავსება სტალინური სისხლიანი რეპრესიების ავტორს, ეჟოვს, რომელმაც სტალინის მოწინააღმდეგეებს მუსრი გაავლო და ბოლოს თვითონვე იქნა დახვრეტილი. ირაკლი კობახიძე ზუსტად ამ გზაზე დგას. ეს უდიდესი სისულელეა, ესაა ივანიშვილის ავადმყოფური ფანტაზიების რეალიზაცია კობახიძის საინფორმაციო ღრუთი. გახარიას თავისი პატრონები ჰყავს – რუსეთის საგარეო დაზვერვა, ნარიშკინი და კრემლი, რომლებმაც გახარიას სახით აამუშავეს სარეზერვო რესურსი იმ შემთხვევაში თუ, ივანიშვილს რამე დაემართება. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ცხადია, სააკაშვილს სხვა ძალები უდგას გვერდით, ამას სხვა უდგას, მაგრამ გამორიცხულია რაიმე ბმა, მით უმეტეს თებერვლის დღეებში, სადაც მე უშუალოდ ვმონაწილეობდი და ბოლოსდაბოლოს ღამეს ვუთევდი მელიას რომ არ დაეჭირათ, მაგრამ მაინც ვერ ვუშველეთ. ამგვარი თემები არც იდგა, იქ მყოფი პარტიები სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის წინააღმდეგი იყვნენ და ვინ ჩამოიყვანდა სააკაშვილს ზარზეიმით აქ და როგორ გააკეთებდნენ კოალიციურ მთავრობას პარტიების გარეშე გახარია და სააკაშვილი?! „,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა

Leave a Reply