ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული “წიაღის ეროვნული სააგენტოს” უფროსად პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ოთარ დანელია დაინიშნა, რომელიც 2014-2016 წლებში სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს იკავებდა.

სსიპ “წიაღის ეროვნული სააგენტო” სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისთვის საჭირო ლიცენზიებს გასცემს. სახელმწიფოს მხრიდან ამ სფეროს მეორე მარეგულირებელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.

Leave a Reply