ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების მშობლები მოძალადეების უვადო პატიმრობას მოითხოვენ და საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართავენ. მათი თქმით, მოძალადე მამა-შვილი ციხიდან არ უნდა გამოვიდნენ.

მშობლები ასევე ითხოვენ შეწყდეს გამოძიება სახლის გადაწვის საქმეზე.

შეგახსენებთ, სამეგრელოში მომხდარი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. 8 წლის მოზარდმა დედას მოუყვა რომ მას მეზობელი 65 წლის მამაკაცი და მისი შვილი ორი წლის განმავლობაში აუპატიურებდნენ. შემდეგ კი გაირკვა რომ მსხვერპლი იყო 8 წლის გოგონას უფროსი დაც.

სოფელმა მოძალადეებს სახლი გადაუწვა.

Leave a Reply