სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი  თბილისში გუშინ ღამით ჩამოფრინდა.

ოფიციალურად ვიზიტი არ დაანონსებულა, თუმცა არსებული ინფორმაციით

გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი მოლაპარაკებებს 3 დღის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს. მიზანი კი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოება და რეფორმების ხელშეწყობაა.

შეხვდება თუ არა ჯეიმს აპატურაი ოპოზიციას უცნობია.  მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

აქვე აღსანიშნავია, რომ ნატოს სპეციალური წარმომადგენლის რანგში ეს მისი ბოლო ვიზიტია საქართველოში.

Leave a Reply