რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ. ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასდროს შედგება ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

„რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას. რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით გარდაიცვალა ალექსანდრე ლაშქარავა. ყველა მოძალადე მთელი სიმკაცრით დაისჯება. პოლიციამ უკვე დააკავა 4 პირი“, – განაცხადა პრემიერმა.

Leave a Reply