შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სირცხვილიას“ ოფისში მომხდარ, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ 1 პირი დააკავა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის
ფაქტებზე კიდევ 1 პირი, 1992 წელს დაბადებული დ.კ. დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, ბრალდებულმა – დ.კ.-მ, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Leave a Reply