“ინტერპრესნიუსის” ფოტოგრაფს გიორგი ნიკოლიშვილს, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ფოტოგრაფის უფლებადამცველმა ნესტან ლონდარიძემ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.

ფოტოგრაფის უფლებადამცველის თქმით, გიორგი ნიკოლიშვილი სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის პროცესს აგრძელებს. მას დაზარალებულად ცნობის დადგენილება ჯერ არ ჩაბარებია.

Leave a Reply