თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი გაიმართა. 20 ივნისის საქმეზე სამი სამართალდამცველი გამოიკითხა. ენმ-ს თავმჯდომარის უფლებადამცველის განცხადებით, გამოკითხულთაგან ვერც ერთმა ვერ შეძლო ნიკა მელიას საწინააღმდეგოდ რაიმე ფაქტის დასახელება.

“მოწმე არის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები. დღევანდელ პროცესზე სამი მათგანი გამოიკითხა, რომლებმაც საერთოდ ნიკა მელიასთან მიმართებაში ვერაფერი ვერ თქვეს. არც ერთ მათგანს არავითარი შემხებლობა ნიკა მელიასთან არ ჰქონია. არც მისი ხმა და არც მისი მოწოდება გაუგიათ,” – განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას პროკურატურა ჯგუფურ ძალადობასა და ორგანიზებას ედავება.

Leave a Reply