ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეზე მუხლი გადაკვალიფიცირდა-გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის, სსკ-ს 108-ე მუხლით აწარმოებენ.

შეგახსენებთ, ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეზე თავდაპირველად საქმე სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

სამართალდამცავები აქტიურად აგრძელებენ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ჩატარებას დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გუშინ რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,  გარდაცვლილი ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდობზე იპოვნეს.

Leave a Reply