საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში 32 წლის ჯომართ ახმედოვს ეძებენ.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ახალგაზრდა მწყემსმა, 25 ივლისს სახლიდან უკანა ფშავის მიმართულებით, ცხვარი წაიყვანა და აღარ დაბრუნებულა.

პოლიცია ძებნის სუშაოებს აწარმოებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მერის წარმომადგენელი უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში მაია წელაური ტელეკომპანია ახალთან საუბარში ამბობს, რომ სამძებრო ოპერაციები ამ წუთებშიც მიმდინარეობს, მისივე თქმით საქმეში ჩაერთვება ვერტმფრენიც. დამატებით დეტალებს მიღებისთანავე ვაცნობებთ საზოგადოებას.

Leave a Reply