“გამოძიება კარგად არ წავა, თუ აზერბაიჯანის მხარე ჩაერევა ქართველი გამომძიებლების საქმიანობაში. კარგად მოგეხსენებათ აზერბაიჯანული მხარის პოლიტიკა პოლიტდევნილების მიმართ. რაც შეეხება ცხედარს, საპოლიციო განყოფილებაში ყოფნის დროს გავიგე, რომ მის ძმას გადასცეს. ყველა ფინანსური მხარეც უზრუნველყვეს.

ეჭვი მაქვს, რომ აზერბაიჯანის მთავრობა გარდაცვლილის ძმას პოლიტიკური დევნილებისა და აქტივისტების წინააღმდეგ გამოიყენებს. შეიძლება, ძმა სხვადსხვა ტელევიზიებში გამოიყვანონ და ჩვენზე ყველაფერი ცუდი, აზერბაიჯანის მთავრობაზე კი კარგი ალაპარაკონ”,- ამბობს ადვოკატი, ავთანდილ მამედოვი.

Leave a Reply