რამაზ გერლიანი

ეკონომისტი

გააზრებული ან გაუაზრებელი შეცდომაა! რეფინასირების განაკვეთის მაღალდონეზე შენარჩუნებით ინფლაციის მოთოკვის მცდელობა გრძელვადიან პერიოდში. (ჩვენთან წელიწადია მაღლა წევენ რეფინასირებას და აგერ უკვე 10 % მიაღწია)
– პირიქით გრძელვადიან პერიოდში რეფინანსირების განაკვეთი ხდება მიზეზი ინფაციის…
როგორ ?… მარტივად – გეზრდება ხარჯები აძვირებს შენს მიერ გასაყიდ საქონელს.
⁠მე მაგალითად ჩემს საქონელსა და მომსახურებას გავაძვირებ, რომ ყოველთვიური კრედიტის გაძვირებით მიღებული დამატებითი ხარჯი დავფარო.
⁠⁠როგორ ვნებს ინფლაციას ის რაც მის წამლად მიაჩნით ?
ნაბიჯი 1. როცა ხარჯები იზრდება, გაზდილი ხარჯების დასაფარად საქონლის და მომსახურების მიმწოდებლები უმატებენ ფასებს.
⁠აქ “ჭკვიანი ხალხი“ უცებ არგუმენტს მოიყვანს თუ ფასი იზრდება მოთხოვნა შემცირდება და დარეგულირდებაო (მეც ვიცი მოთხოვან მიწოდების კანონი. – დიახ ფასის ზრდაზე მოთხოვნა რეაგირებს მაგრამ ელასტიურ საქონელზე ხოლო არელასტიურზე (პური, ზეთი, შაქარი, მარილი, გაზი, ელ. ენერგია და ა.შ.) ნაკლებად და საქონელის ფასი იზრდება ისე, რომ მოთხოვნა მნიშვნელოვნად არ მცირდება, ცნობისთვის ფასების ინდექსის გამოსათვლელ კალათაში არსებული საქონელი და მომსახურებსი უმეტესობა არაელასტიურია.
⁠- ისე შემთხვევით რომელ ჯგუფში გავაქვს ყველაზე მეტი ინფლაცია ( ფასბის ზრდა) ?…
⁠- ამის პარალერურად არსებობს ე.წ. საბიუჯეტო შეზღუდვა, ანუ ჩეანს ხელთ არსებული ფული არაის კონკრეტული თანხა და ამ თანხაზე მეტს ვერ ვარჯავთ ( თუ 600 ₾ გავს შენი შესაძენი პროდუქციის და მომსახურების ნაკრები ამ 600 ლარში უნდა ჩატიო)
⁠- კრიზისის დროს მცირდება შემოსავები ანუ საბიუჯეტო შეზღუდვა უფრო მჭიდროვდება (+ ნაცვლად 600 ლარის შემოსავალი გვაქვს 580) პარალელურად ფასებიც იზრდება და ექცევი ომაგ წნეხში .. შეგიმცირად გასახარჯი თანხა 580 ლარამდე და ფასბისც გაძვირდა ( ანუ 580 ლარით მანამდე რასაც ყიდულობდი იმაზე 11.9% ნაკლებ საქონელს ყიდულობ!)⁠..
⁠- შედეგად ელასტიური საქონლის მწარმოებელ/ გამყიდველები (დასვენება, ფოტოაპარატი, მანქანა და სხვა) ფასბის ზრდის გამო უფრო მეტად კარგავენ კლიენტებს და სულ უფრო ნაკლებ შემოსავალს ღებულობნ, რის გამოც ზოგი მათგანი გადის ბაზრიდან (დროებით ან მუდმივად), ამ დარგში დასაქმებულებს უმცირდებათ შემოსავლები ღარიბდებიან და მცირდებ ეკონომიკა.
ნაბიჯი 2. – ფასების ზრდით ნაკლები საქონელი იყიდებ რეალიზებიდან მიღებული შემოსავლები მცირდება, ხარჯები კი იზრდება მათშორის რეფინანსირების განაკვეთის ზრდის გამო (კრედიტის %-ის ხარჯი იზრდება) შემცირებულ რეალიზაციას გამყიდველები გაზრდილი ფასებით პასუხობენ რათა გაზრდილ ხარჯებს მოემსახურონ მნიშვნელობა არ აქვს ადგილობრივი საქონელია თუ იმპორტირებული უმატებენ ყველაფერს და ელოდებიან რომელი საქონელი როგორ აიტანს ფასის ზრდას, როგორც უკევ ზემოთ ავხსენით ფასების ზრდას იტანს არაელასტური პროდუქტი (პური, ზეთი, შაქარი ა.შ) და ვერ იტანს ელასტიური პროდუქტები. საბოლოდ ეს ინდივიდუალური მიკრო შემთხვევები ქმნიან კრეფსითად მაკრო სურათს და ვიღებთ ინფლაციას.
– ყველაზე დიდი მიზეზი ამისა დღეს საქართველოში მაღალი რეფინასირების განაკვეთი და ერეროვნული ბანკის მიერ ფულის მასის ზრდაა!
ასეთ ბმას მიკრო-მაკრო სინთესი ქვია… და ამაზე უნდა იფიქროს ან პასუხი აგოს ეროვნულმა ბანკმა !
ზოგადად კლასიკური მიდგომით რატომ ზრდიან რეფინანსირების განაკვათს ? ფიქრობენ რომ ამით საბოლოოდ ფულის მასაზე მოახენენ ზეგავლენას (ეს მართლა ასეა მოკლევადიან პერიოდსი). – ბანკებს გაუძვირდბათ ფული – გაძვირდება სესხები, სეხების გაძვირების გამო ნაკლებს ისესხებენ კლიენტები, ასევ ბანკები გაზრდიან სარგებელს % (ანუ ანაბარზე მეტ %0-ს გადაიხდიან) რადაგან ეროვნული ბანკიდან ძვირი უჯდებათ ფული და კერძო სუბეიეტებს უზრდიან სტიმულს დაზოგვისაკენ ანუ ნაკლები ხარჯვისკენ. და მიიჩნევა, რომ ეს ინფაციას შეანელებს მოთოკავს. მ ა გ რ ა მ 1. საქართველოში ყურადღების მიღმა რჩებათ დრო (მოკლევადიანია ეს ინსტრუმენტი თუ გრზელვადაშიც გამოდგება) და ის, რომ მასიურად სუბიექტების შემოსავლები დაბალია და რეფინანსირებით სტიმულით დაზოგვისადმი ინტერეს ვერ გაზრდიან, ხოლო რაც შეეხება კრედიტი აღებას ეროვნული ბანკის რეგულაციებით შემოსავლებზე, ვისაც შეეძლო უკვე აღებული აქვს და ეკ. კრიზისის ფონზე ახალ კრედიტებზე ისედაც ნაკლება.
2. კრიზისის გამო შემცირდა მასიურად შემოსავლები შესბამისად დასაზოგი ფული ფართო მოსახლეობის ფენებს (ვისაც ინფლაცია მძიმად აწვება) არ აქვთ მითუმეტეს რეფინანსირებამ ხარჯი გაუზარდა.
3. ეკონომიკური კრიზისის დროს შემოსავების შემცირების გამო ნაკლები საქონელი და მომსახურება რეალიზდება, ამ დროს თუნდაც ფულის მასის უცვლეად ფულსა და საქონელს/მომსახურებას შორის პრპორციები ისედაც ირღვევა (მეტია ფული და ნკლები საქონელი) ანუ ინფლაცია მოყვება. მ ა გ რ ა მ ამ ფონზე ეროვნული ბანკი არათუ ამცირებს ფულის რაოდენობას (ფულის მასას) არამედ ზრდის და ზრდის. (ფულსი მასა გაზრდილია).
პ.ს. თვალებში ნაცრის შეყრაა როცა ფასების ზრდის მ თ ა ვ ა რ მიზეზად გვაუწებენ უცხოეთში პროგნოზირებული ინფალაციის გადაჭარბებას და რიგ საქონელზე ფასბის ზრდას.

Leave a Reply